მოდულის მსვლელობისას გადავხედე საკვანძო შეკითხვებს. ასევე განვიხილეთ ერთმანეთის საკვანძო შეკითხვებიც და მივეცით უკუკავშირი. შევიტანეთ ცვლილებები საკვანძო შეკითხვებში. ეს შეკითხვები დაეხმარებათ მოსწავლეებს ჩაწვდნენ პროექტის შინაარსს. ჩემი შეკითხვები გამომდინარეობს მიზნებიდან და პროცედურებიდან. გავე- ცანით ფასილიტაციის ნიმუშებს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა პროექტის თემისადმი ინტერესის აღძვრას, მოლოდინების განსაზღვრას, პროცედურებისა და ვადების გაცნობას.. ვიუვერმა გაგვაცნო ის, თუ ტექნოლოგიები როგორ ეხმარება მოსწავლეებს პროდუქტიულობის გაზრდაში და სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებაში. შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში, რომელსაც გამოვიყენებ პროექტის შუაში. პროექტის პროცედურებში შევიტანეთ ცვლილებები.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა-ჩეკლისტი მოცემულიუ მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით: ჩვენ შევქმენით ელექტრონულ ფორმატში სავარჯიშო, ჟურნალი, სქემა, რომელშიც მოცემულია კონკრეტული ინსტრუქცია, არის მინიშნებები , რომლის წაკითხვის შემდეგ ბავშვი დამოუკიდებლად შესძლებს, რომ ეს სავარჯიშო შეასრულოს. აქვე ივითარებს თვითრეგურილების უნარსაც. გეგმის შაბლონში შევიტანეთ დიფერენცირებული სწავლების მიდგომები არაქართულენოვანი, ნიჭიერი და სპეციალური საჭიროებების ბავშვებისათვის. ეს მომცემს საშუალებას ყველა ტიპის და მზაობის ბავშვი ჩავრთო საპროექტო აქტივობებში.
Comments
Post a Comment