Skip to main content

მეხუთე დღე

         ეს მოდული დამეხმარა დავკვირვებილიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ: პროექტის პრეზენტაცია შევაფასეთ ჩემსავე საშუალებით, ამით მომეცა საშუალება კონსტრუქტიული უკუკავშირი მიმრცა ჩემი კოლეგისათვის. იგივე მიმეღო მისგანაც. ეს შეფასების ფორმები შეიძლება გამოვაყენებინო ბავშვებს, რათა სიღრმისეულად ჩასწვდნენ შესასწავლ საკითხებს.
       გავეცანით საავტორო უფლებებს , თუ როგორ გამოვიყენოთ ლეგიტიმურად ინტერნეტში მოძიებული მასალა და გავაცნობ მოსწავლეებს. ჩემი პროექტის ფარგლებში დავიცავი საავტორო უფლებები და შევავსე საავტორო უფლებების მარტივი შაბლონი.
საძიებო სისტემაში გავეცანი ბუკმარკის გამოყენებას და საძიებო სისტემის დიაპაზონის შევიწროვებას.
   შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინებით. ისინი საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით აკეთებენ ჩანაწერებს და ქმნიან პრეზენტაციებს.
 

Comments

  1. თემატიკისა და ცნებების უკეთ გაგების მიზნით კარგადაა გამოყენებული ტექნოლოგიები, სადაც ჩანს 21-ე საუკუნის უნარ ჩვევების გამოყენება, დავალება სწორად და სრულყოფილადაა შესრულებული. ყოჩაღ ბავშვებო.

    ReplyDelete
  2. ლელა ძალიან მომეწონა,როგორც ვიზუალურად ისე თემატურად. მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს თემატიკისა და ცნებების უკეთ გაგებისთვის, თემატიკის შესაბამისი უნარ-ჩვევებისა განვითარებისთვის.მსგავსი დავალების შექმნა საშუალებას იძლევა მოსწავლეებს განუვითარდეთ 21-ე სკ.უნარ-ჩვევები,როგორიცაა თანამშრომლობა,ინფორმაციის კლასიფიკაცია,საღი მსჯელობის აღქმა.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო - "სოფელი გუშინ ,დღეს ,ხვალ" კურსის მეშვეობთ მიღებული ახალი ცოდნიდან ყველაზე დიდ გავლენას მოსწავლეთა სწავლის პროცესზე იქონიებს პროექტებით სწავლების დანერგვა. მოსწავლეთა მხარდაჭერის სავარჯიშოები, თანამშრომლობა, ფასილიტაცია. სწავლა-სწავლების წონითი წილი მოსწავლეზეა გადატანილი. ის სწავლობს 21-ე საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარებს.

მეორე დღე

ამ მოდულმა  გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიების დაგეგმვის პროცესში. მნიშვნელოვანია პროექტის თემატიკის სიღრმისეული კვლევა; აქტივობები დავალაგოთ მარტივიდან რთულისაკენ. სწორად მოვახდინოთ თითოეული მოსწავლის როლის განსაზღვრა პროექტის მიმდინარეობისას; ცოდნის შეძენის პროცესი უნდა იყოს საინტერესო და გამოყენებადი თითოეული მოსწავლისათვის; მოსწავლეებმა შეძლონ სოფელზე ზრუნვა და იფიქრონ მომავალში მის განვითარებაზე. 

მეშვიდე დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა-ჩეკლისტი მოცემულიუ მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით: ჩვენ შევქმენით ელექტრონულ ფორმატში სავარჯიშო, ჟურნალი, სქემა, რომელშიც მოცემულია კონკრეტული ინსტრუქცია, არის მინიშნებები , რომლის წაკითხვის შემდეგ ბავშვი დამოუკიდებლად შესძლებს, რომ ეს სავარჯიშო შეასრულოს. აქვე ივითარებს თვითრეგურილების უნარსაც. გეგმის შაბლონში შევიტანეთ დიფერენცირებული სწავლების მიდგომები არაქართულენოვანი, ნიჭიერი და სპეციალური საჭიროებების ბავშვებისათვის. ეს მომცემს საშუალებას ყველა ტიპის და მზაობის ბავშვი ჩავრთო საპროექტო აქტივობებში.