მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა-ჩეკლისტი მოცემულიუ მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით: ჩვენ შევქმენით ელექტრონულ ფორმატში სავარჯიშო, ჟურნალი, სქემა, რომელშიც მოცემულია კონკრეტული ინსტრუქცია, არის მინიშნებები , რომლის წაკითხვის შემდეგ ბავშვი დამოუკიდებლად შესძლებს, რომ ეს სავარჯიშო შეასრულოს. აქვე ივითარებს თვითრეგურილების უნარსაც. გეგმის შაბლონში შევიტანეთ დიფერენცირებული სწავლების მიდგომები არაქართულენოვანი, ნიჭიერი და სპეციალური საჭიროებების ბავშვებისათვის. ეს მომცემს საშუალებას ყველა ტიპის და მზაობის ბავშვი ჩავრთო საპროექტო აქტივობებში.